კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი
მხარეები მოზარდის ცხოვრებაში.
მხარეები მოზარდის ცხოვრებაში.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გააცნობიერებენ, თუ რაოდენ საჭირო ნივთია კომპიუტერი დღევანდელ ყოფაში და რაოდენ სახიფათოა მისი ხანგრძლივი გამოყენება მოზარდისათვის.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები საკმაოდ ვრცლად გაეცნობიან კომპიუტერთან მუშაობის წესებსა და დროის ხანგრძლივობას. გაიაზრებენ, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კომპიუტერთან უსაზღვრო თამაშს. რა დაავადებებს იწვევს და სხეულის რომელ ორგანოებს აზიანებს დიდხანს უმიზეზოდ, მხოლოდ გართობისთვის ჯდომა კომპიუტერთან მოზარდებში.
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია, მოსწავლემ გაიგოს თუ რაოდენ აუცილებელი ნივთია კომპიუტერი დღევანდელ ყოფა–ცხოვრებაში და გააცნობიეროს არამიზნობრივად მასთან მუშაობის შემთხვევაში რა საფრთხე ექმნება მის ჯანმრთელობას. სწავლობს კომპიუტერთან ჯდომის ჰიგიენას. ისტ.ტექნ.V. 1. V.2
მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა: 4 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს და სურათებს , და გააკეთებენ poverpoint-ში პრეზენტაციას.
პროექტისათვის სჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ჟურნალ–გაზეთები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა I.მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის მიზანს და ვავალებ მოიძიონ ინფორმაციები კომპიუტერის დადებით და უარყოფით მხარეებზე თავიანთ ცხოვრებაში.
აქტივობა II.მოსწავლეებს მოაქვთ მოძიებული ინფორმაცია და აკეთებენ პრეზენტაციას. ვავალებ მათ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ იმ დაავადებების ამსახველი სურათები, რომლებსაც კომპიუტერთან ხანგრძლივი ურთიერთობა იწვევს.
აქტივობა III.მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად მათ მიერ მოძიებული ინფორმაციებითა და სურათებით აკეთებენ პრეზენტაციას poverpoint-ში.
აქტივობა IV. ნამუშევრის პრეზენტაცია და შეფასება. (ფასდებიან რუბრიკის მიხედვით)
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ჭანუყვაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ekachanukvadze@gmail.com